ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პასუხობს.
წერილიდან ირკვევა, რომ სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, ეხელმძღვანელა 2021 წლის 17 ნოემბრის (ომბუდსმენის კონსილიუმი) სამედიცინო დასკვნით და აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, უზრუნველეყო პატიმრის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
„ვადასტურებ თქვენგან 2021 წლის 18, 19 ნოემბრის კორესპონდენციების მიღებას, სადაც დადასტურებულია სასამართლოს რეგულაციის #39 წესი გათვალისწინებული თქვენი წინა მოთხოვნა, რომ განმცხადებელი გადაყვანილ იქნას ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.
თქვენი განცხადებები გადაეცა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ეთხოვა, მათი განცხადებების საპასუხო კომენტარის სასამართლოსთვის 24 ნოემბრამდე წარდგენა.
სასამართლოს პალატის პრეზიდენტმა დამავალა, შემეხსენებინა ორივე მხარისთვის, რომ სასამართლომ გამოიყენა სასამართლოს რეგულაციის #39 წესი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიუთითა შესაბამისი დროებითი ზომები ორივე მხარისთვის : ა) განმცხადებელმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ბ) მთავრობამ, 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მორგებული იქნება განმცხადებლის ამჟამად შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობასთან.
სასამართლო განიხილავს მითითებულ შუალედურ ზომებს, როგორც კი მოპასუხე მთავრობისგან 24 ნოემბერს დამატებით ინფორმაციას მიიღებს“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს წერილში.