როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 ნოემბერს ქუთაისში უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც უმეტესად მზიანი დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამე კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

+10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

გორში +8 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გუდაურში თოვლი და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც თოვს.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, სადაც დღისით +7, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი