კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი

8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 091, ხოლო გარდაიცვალა — 53 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 33 673, PCR-ით — 21 457.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,67%, ბოლო 14 დღის — 8,31%, ბოლო 7 დღის — 7,96%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 817 963, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 12 519 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა;
  • აჭარა — 205;
  • იმერეთი — 635;
  • ქვემო ქართლი — 250;
  • შიდა ქართლი — 366;
  • გურია — 117;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი — 316;
  • კახეთი — 169;
  • მცხეთა-მთიანეთი — 92;
  • სამცხე-ჯავახეთი — 235;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 600 პირი. 1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წწლის 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი