​კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3 988

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 49 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 722 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, ხოლო PCR ტესტით – 15 991.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,49%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 7,64%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,15% შეადგინა.

13 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 10 948 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 324 131 აცრა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 34 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 999 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა – 1 151 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 894 801 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 840 985, ვირუსს ემსხვერპლა 12 826 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი