ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, “ომიკრონს” აქვს გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რაც მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე.
“ნებისმიერი ვარიანტი, განსაკუთრებით ის ვარიანტი, რომელიც დომინაციისკენ არის მიდრეკილი, წინა ვარიანტს სჯობნის გავრცელების სიჩქარით და ის აუცილებლად გახდება დომინანტური. ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები და პრაქტიკულად ინფიცირებას ვერ გადაურჩება ვერცერთი ადამიანი. ჩვენ თუ დღეს გვაქვს 3000-დან 500-მდე შემთხვევა “ომიკრონის” დომინაციის შემთხვევაში ეს იქნება ექსპონეციური ზრდა, შიძლება ჩვენთან შემთხვევების რაოდენობამ ათი ათასს გადააჭარბოს, ოფიციალურად გამოვლენილმა რაც სრულიად კატასტროფა იქნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის,”- აცხადებს კულუმბეგოვი.