ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 890 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო 14 დღის განმავლობაში 7,46%, ხოლო ბოლო 7 დღეში 6.96% შეადგინა.
14 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 10 981 აცრა ჩატარდა.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 898 079 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 844 875, ვირუსს ემსხვერპლა 12 879 ადამიანი.