პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. პოლიციამ 4 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.

პოლიციამ ბრალდებულები თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ზუგდიდსა და მარნეულში დააკავა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი