სიარულის დროს წონასწორობა ირღვევა – ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სიარულის და წონასწორობის დაცვის პრობლემები აქვს.

„რომ დავინახე, სიარულის დროს წონასწორობა ირღვევა, ექიმს ვუთხარი ძალიან მიკვირს-მეთქი. საერთოდ, სიარული რომ დაიწყო თავიდან, არაფერი უჭირდა და ახლა რატომღაც უჭირს, თითქოს წონასწორობას ვერ იცავს“, – განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას მეტყველების პრობლემა, მან უპასუხა, რომ ძალიან ცოტას საუბრობენ.

„იმდენად ცოტას ვლაპარაკობთ, ვერიდები. ერთ ფრაზას ვეტყვი ხოლმე, უფრო ვუყურებთ ხოლმე ერთმანეთს. გადავხედავთ, ხან ტელევიზორია ჩართული, ასეთია ხოლმე ჩვენი შეხვედრები. სამედიცინო მხარე მაინც ექიმებმა უნდა შეაფასონ. მე ჩემი თვალით რასაც ვხედავ, იმას ვამბობ. წონასწორობა ნამდვილად უჭირს“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი