მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა.
წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.