კორონავირუსით ინფიცირების 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 001 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 296 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 910 456-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.39%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც:

5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 328, აჭარაში – 539, იმერეთში – 1 218.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 125, იმერეთში – 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 34.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში.

27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 30, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი