საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი