დიდთოვლობის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგია გუშინდელიდან არ მიეწოდება მთლიანად მუნიციპალიტეტს.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, მათი წარმომადგენლები პრობლემის აღმოფხვრას ცდილობენ.
“გასულია შესაბამისი ბრიგადები. პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება”, – აცხადებენ კომპანიაში.