პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება.

„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი