კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი, ხოლო 3 767 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 918 641-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 873 178 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 13 289 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი