დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

უწყების ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის საფრთხის მოხსნის შემდეგ, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის, ახალქალაქი-კარწახის და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებზე. ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის

მოძრაობა აკრძალულია საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, კალა-უშგულის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე

კომენტარები

დატოვე კომენტარი