საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “პუტინის პატიმარია”.
“ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და აი ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პუტინთან დაპირისპირებაში მყოფი ადამიანი და პოლიტიკოსი, არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ უთანხმოებები ერთმანეთთან ან წარსულში, ან მომავალში, ეს არის ადამიანი, რომელიც … პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა, რომ ეს დამოკიდებულება სააკაშვილთან პირადად საუბრის შემდეგ გაუმძაფრდა.
ცნობისთვის, მარგველაშვილმა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.