სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0789 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0774 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.15 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4853 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4888 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2713 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1285 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 დეკემბრიდან შევა ძალაში.