პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდში ქალს სცემა, დაკავებულია

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს, ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დღეს, 26 იანვარს დააკეს.

“დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს”, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ უსწორდებოდა ქალს ფიზიკურად ფორმიანი მამაკაცი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი