ზუგდიდში, ქალის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება მას 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც ცემას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულ ქალს პრეტენზია არ აქვს.