კიდევ მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მერიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა მეტი მობილიზაცია.

“ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელოდებოდნენ თვითგამოცხადებულ მერს, რათა დაესვათ კითხვები მილიონობით ლარის მოპარვაზე.

მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ.

ამაზე ერთადერთი პასუხია კიდევ მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასტანს დიდხანს, თუ ჩვენ ფორმაში ვიქნებით”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი