რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ თავს მოტყუებულად გრძნობს.
“რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება. ესენია: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება. ნატო ჩვენ დაგვპირდა, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არცერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი. მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს,” – განაცხადა პუტინმა.