კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15575 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 272 371-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 053 966 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 141 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,16%, ბოლო 14 დღის – 25,24%, ბოლო 7 დღის – 27,84%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი