“პარიკმახერი” გამომიძახეს, გამკრიჭა და ექიმს 5 დღეა არ უშვებენ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოვიდა, სადაც ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

“მივმართავ ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. გამომიძახეს “პარიკმახერი” და გამკრიჭა. როგორ მოხდა, რომ “პარიკმახერი” ერთ დღეში შემოუშვეს  და ექიმს 5 თვეა არ უშვებენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც მაქვს ძლიერი პრობლემები”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისი ჩამოსვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სრულიად შეიცვალა.

“ვფიქრობ, იმ ხალხმა, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი, კარგად იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო, პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მათ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი