ლარი გამყარებას განაგრძობს

4 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9867 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 3.12 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4248 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.06 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2200 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0488 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 თებერვლიდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი