სოფელ პირველ მაისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ღელეში კაცის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა, თავი ბორდიურს დაარტყა და ღელეში ჩავარდა. ცხედარი იდენტიფიცირებულია.

„ამავე სოფლის მცხოვრებია, სავარაუდოდ ფეხი დაუცურდა, იქვე თავი ბეტონის ფილას დაარტყა და შემდეგ ღელეში ჩავარდა, სადაც გარდაცვლილი ნახეს“, – აცხადებს ადგილობრივი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი