23 134 ახალი შემთხვევა, 33 გარდაცვლილი – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი, ხოლო 17 594 პირი გამოჯანმრთელდა.

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, PCR ტესტით – 27 494

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო 7 დღის – 29,28%

სულ აცრილია – 2 747 141, დღიურად აცრილია – 4 224.

კომენტარები

დატოვე კომენტარი