საბერძნეთთან უვიზო მიმოსვლა აღდგა

საბერძნეთთან უვიზო მიმოსვლა აღდგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის პროგრამების” კოორდინატორი ავთანდილ გიუნაშვილი ავრცელებს.

“საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტები და უვიზოდ მგზავრობის პირობები 2022 წლის 7 თებერვლიდან .

საბერძნეთის რესპუბლიკის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 2022 წლის 7 თებერვლიდან ამოქმედდება საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საბერძნეთში შესვლა.

შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ მგზავრობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი ექნებათ წესრიგში.

საბერძნეთში მიმავალი მგზავრი გარდა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო დოკუმენტებისა უნდა ფლობდეს ასევე COVID 19 ის გავრცელების შემდგომ დასეწებული რეგულაციების შესაბამის დოკუმენტებსაც, კონკრეტულად კი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

  • ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
  • ან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ დოკუმენტს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით.
  • ან უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
  • საყურადღებოდ აუცილებელია რომ მგზავრს ქონდეს რეგისტრირები ელექტრონული აპლილაცია საბერძნეთში გამგზავრებამდე PLF ფორმა https://travel.gov.gr -ზე.

რაც შეეხება ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პირობებს და დოკუმენტაციას შეგახსენებთ რომ ამ კომპონენტში აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის გავლა, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში პირის შესვლის თაობაზე.

გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება.

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:

  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
    ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:

  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება თუკი:

ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;

საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;

ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;

აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა)”, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი