გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილს 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავდროულად, ლევან დავითაშვილს უკავია ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რაც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი