3 840 ახალი შემთხვევა, 32 გარდაცვალება – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 692 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 616 159-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 517 856 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 231 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 19.67%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი