აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.
“დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და ვხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის და ფრენებისთვის, ეს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რუსეთს. პუტინის წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რაც ელის. რუბლმა უკვე დაკარგა 30% ღირებულებისა, რუსეთის საფონდო ბირჟამ კი 40%, ხოლო ვაჭრობა კვლავ შეჩერებულია”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციები რუსეთზე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს.
“მე ახლახანს ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განმეხილა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით – მაშინ როდესაც ის რუსული აგრესიისგან იცავს თავს. ჩვენ რუსეთს პასუხს ვაგებინებთ, ჩვენი სანქციები უკვე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს,“ – წერს პრეზიდენტი ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.