3 115 ახალი შემთხვევა, 43 გარდაცვალება – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 767 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 619 274-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 529 623 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 274 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 17,77%, ბოლო 14 დღის – 23,53%, ბოლო 7 დღის – 18,85%.

კომენტარები

დატოვე კომენტარი