მარინა ოვსიანიკოვა „ტვიტერის“ გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია რა ელის მომავალში, თუმცა როგორც ადვოკატისგან მიიღო განმარტება, მას შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.
„არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი. არ ვიცი, რა მელის უახლოეს პერიოდში. ჩემმა ადვოკატმა განმიმარტა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით შესაძლოა, 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდეს. ამას არ ვნანობ, თუმცა თქვენი მხარდაჭერა მჭირდება,“- განაცხადა ოვსიანიკოვამ.
ცნობისთვის, გუშინ მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო განცხადებებითა და პლაკატით შევარდა.