ხარკოვში დაბომბვის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

Guardian-ის ცნობით, ხარკოვში, ნემიშლიანსკის რაიონში რუსეთის საარტილერიო თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა 2 საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, თუმცა დანარჩენი 2 ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამასთან, 03:00 საათზე, თავდასხმა მოხდა სკოლის შენობაზე. შენობის ნაწილი განადგურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი