უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 112 ბავშვი დაიღუპა, 140 კი დაიჭრა.
დაღუპულთა უმეტესობა იყო კიევში – 57, ხარკოვში – 36, დონეცკში -28, ჩერნიჰივი – 30, მიკოლაივში – 21, ჟიტომირში – 15, სუმიში – 14 და ხერსონში – 14.
დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება. მათგან 69 მთლიანად განადგურებულია. დაზიანებული სკოლები და საბავშვო ბაღები, უმეტესად დონეცკში იყო – 138, ხარკოვში – 77, კიევში – 41, მიკოლაივში – 39, სუმში – 33, ხერსონში – 21, დედაქალაქში – 43.
მათივე ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან არ არსებობს დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა, სადაც მაგალითად, აქტიური საომარი მოქმედებებია.