ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ავტომობილის გაჩერებისას ადგილობრივს მეორე მანქანა დაეჯახა, რომელიც თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
შეჯახების შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.