რუსეთის ომის დანაშაულებების შესახებ გამოძიება 6-მა ქვეყანამ დაიწყო – უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, რუსეთის ომის დანაშაულებების შესახებ გამოძიება ექვსმა ქვეყანამ დაიწყო.

ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციით, სამხედრო დანაშაულებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ესტონეთმა, ლიეტუვამ, გერმანიამ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და შვედეთმა.

“უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ქვეყნებთან “ინფორმაციისა და მტკიცებულებების” გაცვლის მიზნით”, – წერს პროკურორი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი