ყველაზე დიდი ლაჩრობა სააკაშვილმა აგვისტოს ომში გამოჩინა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს “ლაჩარი”უწოდა.

“ჩვენ გვახსენდება ჩვენი ჯარისკაცების გმირობის არაერთი მაგალითი აგვისტოს ომის დროს. უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში. ასევე, უპრეცედენტო ლაჩრობა გამოავლინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ასეთი მოღალატეობრივი და რადიკალური ჯგუფი ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი