ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ მოადგილედ ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე მალხაზ თორია აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა მიიღო. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მალხაზ თორიამ 1987-1994 წლებში დამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.
2019 წლის აგვისტო – 2019 დეკემბერი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამართველოს უფროსი.
2019 წლის იანვარი – 2019 აგვისტო – სამეგროელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
მუშაობდა ასევე კერძო კომპანიასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში,სხვადასხვა თანამდებობზე.
1995-2000 წწ – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თანამდებობები – გამოძიებელი; უფროსი გამომძიებელი, განყოფილების უფროსი.