მდინარე აბაშაში დაკარგული მოზარდის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს

ორდღიანი ძებნის შემდეგ მარტვილში, მდინარე აბაშაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.  დაკარგულ მყვინთავს კი ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამმართველოს თანამშრომლები და ბათუმიდან სპეციალურად ჩამოყვანილი მყვინთავები.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მარტვილში გუშინ მოხდა. 17 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიკარგა. დაკარგულის მოსაძებნად ოჯახმა წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე დაიქირავა, რომელიც წუხელ ცხედრის ძებნისას დაიღუპა და წყალმა წაიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი