მაშველებმა ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მარტვილში, მდინარე აბაშაში დაღუპული მყვინთავის ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ელგუჯა ჯამრიშვილი მდინარეში დაკარგული მოზარდის საძებრად იყო შესული, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპა.

ის საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე და ცნობილი სპელეოლოგი იყო. ელგუჯა ჯამრიშვილი SDI/TDI-ის და ევროკავშირის პირველადი დახმარების ინსტრუქტორი გახლდათ. ის სხვადსხვა ჯილდოების მფლობელია, მათ შორის დაჯილდოვდა “მხედრული მამაცობისთვის”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი