პრემიერმა მდინარე აბაშაში დაღუპული მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მდინარე აბაშაში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერი სამძიმარზე მთავრობის წევრებთან და გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბერიშვილი მდინარე აბაშაში სამი დღის წინ დაიხრჩო.  მდინარე აბაშაში დაიღუპა ასევე საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ჯამრიშვილი, რომელიც 18 წლის მოზარდის  ცხედრის პოვნას ცდილობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი