ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში 18 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-12 კლასელი იყო.

მისი ოჯახი ოკუპირებულ სოფელ სიდიდანაა და ზუგდიდში დედა და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

ბიჭს მამა ადრე გარდაეცვალა.

„უჭკვიანესი ბავშვი, საშინელი ტრაგედია მოხდა. წინა დღეს თბილისში ყოფილა, ვისთანაც იმგზავრა, ამბობს, რომ კარგ ხასიათზე იყოო. რა მოხდა, არავინ არ იცის. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი