ავარია სენაკში – გარდაიცვალა 1 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკი-ნოსირის გზის მონაკვეთზე. მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა კაცს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.

მოქალაქე ადგილზევე დაიღუპა, მისი ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მსუბუქადაა დაშავებული მანქანის მძღოლიც. ის პოლიციამ უკვე დაკითხა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი