6 ივლისს 06:00-დან 15:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს, – ამის შესახებ “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის ცნობით, მიზეზი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებია, რომელიც ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარეობს.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.