ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს. ისინი პოლიკლინიკის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.
შეკრებილების ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს.
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებმაც გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა.
გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, შპს “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა(იგპ) ზუგდიდის პოლიკლინიკის, შპს “აფხაზეთიდან იგპ-თა ჯვარის ამბულატორიის” და შპს “აფხაზეთიდან იგპ-თა ხობის პოლიკლინიკის”გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნილი პოლიკლინიკების ლოკალური გაერთიანება იგეგმება, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ არის მიმართული.