ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა.

“კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს, მე ვრჩები თანამდებობაზე სანამ მას აირჩევენ. მე მადლობას ვუხდი ხალხს მხარდაჭერისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, გავაგრძელოთ გაერთიანებული სამეფოს ყველა პოტენციალის გამოვლენა. თუ ამას შევძლებთ, ევროპაში ყველაზე აყვავებულები ვიქნებით.

ძალიან სამწუხაროა მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვება, თუმცა პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი. ახალ ლიდერს მხარს მაქსიმალურად დავუჭერ“, – განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთში დიდი პოლიტიკური კრიზისია, რომელიც 5 ივლისს კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა და კანცლერმა თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი