იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა

Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გარდაიცვალა.

67 წლის აბე ქალაქ ნარას მატარებლის სადგურთან სიტყვით გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელმა 2-ჯერ ესროლა.

დამნაშავე პოლიციამ დააკავა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი