სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8281 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.78 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8697 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8994 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.97 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1603 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3748 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 ივლისიდან შევა ძალაში.