გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭითაწყარს,ნარაზენს,კოლხიდას,ერგეტას,ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებს.
სენაკში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: გეჯეთს,ნოქალაქევს,ლეძაძამესა და მიმდებარე სოფლებს.ასევე კოსტავას,რუსთაველის,ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 11:30-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ფარნავაზ მეფის,კოსტავას,ზერაგიას,ჭყონდიდელის,ლერმონტოვისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბაშაში – 13:30-დამ 17:00 საათამდე ქუჩებს: თავისუფლების,ნინოშვილის,ცანავასა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩხოროწყუში – 12:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ჭოღას,ნაფიჩხოვოსა და თაიას.
მარტვილში – 12:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: კურზუსა და დღვანას.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.