სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7332 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7411 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.79 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7835 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8030 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.95 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1522 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3299 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 აგვისტოდან შევა ძალაში.